თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს, - აღნიშნულის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, განთავსებულია მაღაზიაც სათვალთვალო კამერებით.

„როგორც ვიცი, ხშირად გაურკვეველი ავტომობილები მათ სახლთან ჩერდებიან და დგანან გარკვეული დროით. დღეს მოხდა ავტომობილის დაზიანება. საპატრულო გამოიძახეს, არსებობს იქ მაღაზია, სადაც არის ვიდეო სათვალთვალო კამერა, როგორც ვიცი, მაღაზიაში არც მისულა საპატრულოს ეკიპაჟი“, - აღნიშნავს რამიშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აღნიშნავს, ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, არის იმ ავტომობილის ფარები, რომელმაც მისი შვილის მანქანა დააზიანა.

„ერთი საათის წინ მოხდა, ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ, ავტომობილი იყო შემობრუნებული 90 გრადუსით, უკანა მარჯვენა კარი შეჭეჭყილია და იმ ავტომობილის ფარები ყრია, რომელმაც თამარის ავტომობილი დააზიანა. არ ვიცი რა ავტომობილით მოხდა დაზიანება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, არც შემოსაზღვრეს ტერიტორია, ხვალ დილას დამლაგებელი მივა და დაგვის იმას. გამოძიება რამდენად დაიწყეს არ ვიცი, მითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის და ისინი ფაქტს ადგენენ მხოლოდ, მითხრეს, რომ გამომძიებელი დაგვიკავშირდება ერთიდან სამ დღეში“, - აღნიშნავს თეონა თამაზაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს