კობა გვენეტაძე - ეროვნულ ბანკში მედიასთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ვულოცავ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, ეროვნულ ბანკში მედიასთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობას ენიჭება - ტრანსპარენტულობა და კომუნიკაცია კი პრიორიტეტული მიმართულებებია.

"ორი საუკუნის წინ, 1819 წლის 21 მარტს, პირველი ქართული გაზეთი გამოვიდა. დღეს, 21 მარტს, საქართველოში ჟურნალისტიკის დღეა.

იყო დრო (დიდი ხნის წინ ), როდესაც მეც ვმუშაობდი ჟურნალისტად - ჩემი პროფესიის შესაბამისად, ეკონომიკურ საკითხებს ვაშუქებდი. 26 წლის წინ ჩემი ეროვნულ ბანკში მუშაობის დაწყებაც ამ პერიოდს უკავშირდება. თუმცა, ეს ცალკე ისტორიაა.

ჟურნალისტობა შეუპოვრობას, მოთმინებას და ყოველდღიურად დიდ შრომას მოითხოვს. ურთულესი ამოცანაა, ემსახურებოდე თავისუფალ სიტყვას, იბრძოდე იდეისთვის და ფასეულობებისთვის და ამასთან, იცავდე ეთიკის სტანდარტს და ბალანსს. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტიკა თანამედროვეობის მატიანეა, ის უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და აზრზე, მოსახლეობის განათლებასა და ქვეყნის განვითარებაზე - ეს კი უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ატარებს.

ეროვნულ ბანკში მედიასთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ - ტრანსპარენტულობა და კომუნიკაცია ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. ეროვნული ბანკის სახელით, ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ!", - წერს გვენეტაძე "ფეისბუქზე"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო