ავსტრალიაში, წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 18 000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

BBC-ის ცნობით, კოკისპირულმა წვიმებმა სიდნეის გარშემო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქუინსლენდში მდინარეებისა და კაშხლების გადავსება გამოიწვია.

ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები და ხიდები, დროებით დაიხურა 150-მდე სკოლა, „ნიუკასლის აეროპორტში“ კი, სადაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დაიტბორა, ავიარეისები შეჩერდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ სტიქია „ქვეყნისთვის კიდევ ერთი ტესტია“. მან იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ, ფინანსური დახმარება შესთავაზა.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქია, შესაძლოა, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო:ავსტრალიაში, წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა