“ჯივიპი” წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

22 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდუბის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N186-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც „ინტერპრენიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულის გამო, აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 მარტს 23:00 საათიდან 23 მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თამარ მეფის, წერეთლის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს. აბასთუმნის, ფიფიების, პასტერის, ხოშარაულის, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ქუთაისის, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა