გიგი წერეთელი ნატალი საბანაძის გადადგომაზე - ალბათ, ძნელი იყო ელჩისთვის ამის შელამაზება, პრაქტიკულად დასავლური ვექტორიდან დისტანცირება ხდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განაცხადებით, ბელგიის სამეფოს და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან შეუთავსებელი პოლიტიკის გამო დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლური ვექტორიდან დისტანცირების ფონზე, ელჩისთვის იმ ყველაფერზე მუშაობა და ამის შელამაზება რთული იყო.

„ასეთ ვითარებაშო, როცა მოლაპარაკებები ინტესიურია, მართლია, ამ ეტაპზე, ჩაშლილი, მაგრამ პროცესი მაინც მიდის, ვფიქრობ, ელჩის გადადგომა ჩვეულებრივი მოვლენა არაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელჩი უკვე 8 წელია სამსახურშია, როგორც ჩანს, ამ მომენტში, გახდა ის პოლიტიკა შეუთავსებელი, რომელსაც ხელისუფლება საგარეო ფრონტზე ახორციელებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან დამოკიდებულებაში. როგორც ჩანს, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ძალიან ძნელი იყო ელჩისთვის იმ ყველაფერზე მუშაობა და ამის შელამაზება, პრაქტიკულად ამ დასავლური ვექტორიდან დისტანცირება ხდება. ეს იყო ჩემი აზრით ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ის წავიდა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა