გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან

ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან - როცა სრულიად უარგუმენტოდ, მხოლოდ რწმენითი კატეგორიის საფუძველზე ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრია, ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ იტყვის, რომ არჩევნების გაყალბებას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა და ახლაც აქვს კონკრეტული შეთავაზებები და ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.

„დღეს ოპოზიცია არის სერიოზული გამოწვევის წინაშე - განსაკუთრებით ოპიზიციის ის ნაწილი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის პროდასავლური. მაშინ როდესაც მთელი ევროპული ინსტიტუციები გეუბნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები არის ლეგიტიმური და უნდა შეხვიდე პარლამენტში, ხოლო შენ მაინც ჯიუტად, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იმეორებ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ოპოზიციის ამომრჩეველში კითხვები ჩნდება. ჩვენ დღესაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის - რა თქმა უნდა, სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე! ბუნებრივი, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ ჩვენი შეთავაზებები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, გარდა იმ ულტიმატუმისა, რასაც ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ჰქვია. მათ არ შეცვალეს ულტიმატუმი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან ჰქონდათ, იმის მიუხედავად, რომ ევროპის ინსტიტუციებიდან მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს. ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან", - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა