კონკურსში „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების გამოვლენისათვის, კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართულ კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, კომისიის პირველი ოლაინ სხდომა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა ქუჩის“, „სუფთა საწარმოს ეზოს“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივანის“ გამოვლენაა.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით,პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მთავარი მიზანი, 2023 წლისთვის, სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

“პროექტი მიმართულია საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის მთავარი უფლება - იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა