ელისო ბოლქვაძე - მე ვარ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩემთან ინტერვიუების დროს ძირითადი აქცენტები კულტურაზე უნდა გავაკეთოთ

მე ვარ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩემთან ინტერვიუების დროს ძირითადი აქცენტები კულტურაზე უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მედია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხზე მისი პოზიციით დაინტერესდა.

ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არ ჩაშლილა და პროცესი „კარგად, დადებითად და მშვენივრად გაგრძელდება".

„შეთანხმება რომ მოხდეს, უნდა იყოს ორმხრივი ნება და არა ერთმხრივი. თქვენ კარგად დაინახეთ, რომ სახელმწიფოს აქვს ნებელობა. ამას ველოდებით ოპოზიციისგანაც", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს