მიხეილ სარჯველაძე - თუ გახარია აპირებს პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით განახორციელოს, ამის თაობაზე გვექნება ინფორმაცია და მერე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შეფასებები

თუ გახარია აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით განახორციელოს, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება ინფორმაცია და ამის მერე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შეფასებები და განცხადებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას.

„ნამდვილად არ მაქვს შესაძლებლობა იმ გეგმების თაობაზე ვისაუბრო, რომელიც შეიძლება გიორგი გახარიას ჰქონდეს, რომლის თაობაზეც ჩემთვის არაფერია ცნობილი. შესაბამისად, ალბათ, ეს კითხვები მას უნდა დაუსვათ. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, მე არ მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ვინმე ვინმესთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ინფორმაცია არ მომეპოვება და ვერ ვისაუბრებ ამაზე. თუ გახარია აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით განახორციელოს, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება ინფორმაცია და ამის მერე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შეფასებები და განცხადებები. წინასწარ ამაზე პროგნოზების გაკეთება არა მგონია აუცილებელი იყოს“ , - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს