ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებებზე პაციენტებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებებზე პაციენტებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პაციენტებს ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე, ყოველ შაბათ-კვირას 50 %-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.

„კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, სადაც შესაძლებელია შაბათ-კვირის ჩათვლით პაციენტმა სრული დიაგნოსტიკური სერვისი მიიღოს, მათ შორის: კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტორეზონანსული კვლევა (MRI), ენდოსკოპია, ულტრასონოგრაფია.

ჰოსპიტალში წამყვანი ექიმების ჩართულობით სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე უფასო კონსულტაციები ეტაპობრივად ჩატარდება. აქციების შესახებ ყველა ინფორმაცია დეტალურად განთავსდება www.evexhospitals.ge

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის მრავალპროფილურობა პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში, 24 საათიან რეჟიმში, ქინძმარაულის ქ. #1-ში მიიღოს. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მე-3 დონის ნეონატოლოგიური და სამშობიარო სამსახური, კარდიოქირურგიული, ტრანსპლანტოლოგიური, ქირურგიული და პედიატრიული მიმართულებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, კლინიკა მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინა ექსპერტთა საბჭოებთან (clinical boards). კლინიკური ბორდები კი, თავის მხრივ საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვას პერიოდულად, კონსილიუმების სახით უზრუნველყოფენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა