ხატია დეკანოიძე - ეს კვირა იქნება ძალიან მძიმე განცხადებების კვირა - ევროპა არსად წავა

არც ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხამდე არ ყოფილა რეალური წინ გადადგმული ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყოველ ჯერზე დოკუმენტი, რომელიც ჰქონდათ მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს, „იცვლებოდა არაფრისკენ“ და საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხილვამდე და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არც მისულა.

„ცუდია, რომ ნამდვილად, ჩვენ ცივილიზებულ ფორმას ვერ ვნახულობთ ერთმანეთთან სასაუბროდ ოპოზიცია და ხელისუფლება და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორები არიან, გვჭირდება მედიაცია. გაცილებით ცუდია, როდესაც ევროპას ხელი უკრა ხელისუფლებამ და მე დარწმუნებული ვარ, ეს კვირა იქნება ძალიან მძიმე განცხადებების კვირა, შესაბამისად, ვწუხვარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ეს პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო დააზიანებს, იმიტომ, რომ შეთანხმება არ შედგა. მე სიმართლეს გეტყვით და ეს დაადასტურეს ჩემმა მეგობრებმა, ვინც მოლაპარაკებებზე იყო - არც ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხამდე არ ყოფილა რეალური წინ გადადგმული ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ყველა მორიგ დოკუმენტში, რომელსაც ურიგებდნენ მონაწილეებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მედიატორები, „ქართული ოცნების“ მიერ ფუძნდებოდა მხოლოდ ჰაერი და არაფერი კონკრეტული შეთანხმება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ კონკრეტულად სასიცოცხლო საკითხებამდე, რასაც გულისხობდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე თუნდაც სხვადასხვა ფორმულის განხილვა შინაარსობრივად, ამაზე ვერ მივედით,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან ღრმა რწმენა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა გააგრძელებს პროცესში თანამონაწილეობას და საერთაშორისო პარტნიორები ადეკვატურ შეფასებას გააკეთებენ.

„მე დარწმუნებული ვარ, ევროპა არსად წავა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გააკეთებენ სრულიად ადეკვატურ შეფასებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კრისტიან დანიელსონმა ყველაზე კარგად იცის და მედიატორებმა თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მათი დამოკიდებულებაც ვიცით ჩვენ. ჩვენ რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა გვინდა, ამაზე, მე მგონი, არაერთხელ გვისაუბრია, ის რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, იყო ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ასეთად რჩება ოპოზიციისთვის,“- განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა