სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფს, -ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც ქსელზე ავარიების მნიშვნელოვნად შემცირებას უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობით ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, არსებული წყალმომარაგების სისტემების უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას. ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც უზრუნველყოფს ქსელზე ავარიების მნიშვნელოვნად შემცირებას“,- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს, სადაც წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები.

„სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, 2021-2023 წლებში ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება და ხარისხი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შეცვლისა და განახლების მიზნით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების რაოდენობას“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო