ირაკლი ზარქუა - ნატალი საბანაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ეტყობა სხვა მოსაზრებები ჰქონდა

„ნატალი საბანაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ეტყობა სხვა მოსაზრებები ჰქონდა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნატალი საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლის ზარქუას თქმით, ელჩთან ერთად გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

„მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ, რადგან ჩვენ ბრიუსელში გვყავდა ქალბატონი საბანაძე, ეს ნიშნავს, რომ ის აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირში საქართველო გაწევრიანებულიყო და წინ გადაგვედგა ნაბიჯი. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მან თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ეტყობა სხვა მოსაზრებები ჰქონდა. ჩვენ ახალ ელჩთან, ვინც დაინიშნება, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და შემართებით ვიმუშავებთ ალბათ, რომ 2024 წელს საქართველომ ღირსებული განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე”,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ზარქუა - ნატალია საბანაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ეტყობა სხვა მოსაზრებები ჰქონდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს