საფრანგეთის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს - ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საუბარი შეეხო კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ურთიერთობების გაცოცხლება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები და დემოკრატიის ხარისხის შემდგომი ამაღლებისკენ გამიზნული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, ასევე ინსტიტუციური კონსოლიდაციის საკითხები.

გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს განვითარების საკითხები. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე დახმარებას ეკონომიკის განვითარებაში და ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცებაში საფრანგეთსა და ზოგადად, ევროპასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა დიეგო კოლასმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა