გერმანიის ელჩი - პრემიერ-მინისტრს დავუდასტურე გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.

პრემიერ-მინისტრმა გერმანელ დიპლომატს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაში პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.

საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. პრემიერმა ელჩს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აღნიშნული სფეროს განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. მე დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა