პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლება დაინტერესებულია არა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით დასრულებით, არამედ  მოლაპარაკების იმიტაციით

„სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია არა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით დასრულებით, არამედ მოლაპარაკების იმიტაციით.

როგორც მან აღნიშნა, მათი მიზანი ძალაუფლების არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ საფრთხობელად გვევლინება“.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განვლილმა მოლაპარაკებების პროცესმა კარგად აჩვენა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით დასრულებით, არამედ მოლაპარაკების იმიტაციით, რომლის მიზანი ძალაუფლების არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა” მთავარ საფრთხობელად გვევლინება. სწორედ „ქართული ოცნების“ ამ რიტორიკას და არსებულ სტატუს-კვოს უპირისპირდება გიორგი ვაშაძის მიერ გაჟღერებული მესამე ცენტრის იდეა, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ სრულიად განსხვავებული შინაარსის მატარებელი ახალი, მძლავრი პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს, ორიენტირებული არა ნეგატივზე, არამედ პოზიტივზე, აღმშენებლობასა და ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში ეროვნულ თანხმობაზე, როგორიცაა საქართველოს ევრო-ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია", -განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს