ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე ნაპრალი პროგრესირებს, თუმცა „მინიმალური მოცულობით“

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ნაპრალი პროგრესირებს.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეწყერული პროცესის მიმდინარეობა მინიმალური მოცულობით ხდება.

„რაც შეეხება ნაპრალს, ეს ჯერ სტაბილიზაციაში მყოფი არ არის, რა თქმა უნდა, პროგრესირებს, თუმცა, მინიმალური მოცულობით ხდება ამ მეწყრული პროცესის მიმდინარეობა. უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გვექნება ზუსტი პირველადი მონაცემები, ამის შემდგომ დავიგეგმებით კონკრეტულ სამუშაოებზე“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი კვლევის სამუშაოებში დღესვე ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე ნაპრალი პროგრესირებს, თუმცა "მინიმალური მოცულობით"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა