ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა, მოქალაქეებს შეეძლებათ, აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ კორონავირუსზე.

„თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სფეროს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქციანა იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ვაქცინა ასარჩევად, მინისტრი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.

„დოზებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა, 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ ზუსტი თარიღი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა, მოქალაქეებს შეეძლებათ აირჩიონ, რომელი ვაქცინა გაიკეთონ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა