ეკატერინე ტიკარაძე Covid-19-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე Covid-19-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ მან იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ის აიცრება „ასტრაზენეკათი“, რათა მოსახლეობის მხრიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით.

„მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და აუცილებლად გაიგებს მედია ამის შესახებ. მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. რაც შეეხება აქტივობებსა და კამპანიას, ამასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ და და ვეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ არ შეიქმნას კიდევ დამატებითი კითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს