ბექა დავითულიანი - გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ჩვენი პარტიიდანაა წასული

გიორგი გახარია იყო კარგი პრემიერ-მინისტრი. მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. თუ იგივე წარმატებით გააგრძელებს ოპოზიციის როლში საქმიანობას, ეს კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის. ვნახოთ, რას იზამს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ყველას აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ძალა შექმნას.

“რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული.

საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”,- აღნიშნა დავითულიანმა.

მისივე თქმით, მარჩიელობაა საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება გადავიდეს მმართველი გუნდიდან გიორგი გახარიას პარტიაში.

“ბევრი ადამიანია “ქართულ ოცნებაში”, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს. ამიტომ, თუ მასთან ერთად დავინახავთ, ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ არშექმნილი გუნდის წევრია. ჯერჯერობით მისი პოლიტიკური ხედვები არ გვინახავს, არც მისი ამბიცია პოლიტიკაში შემოსვლის, ამიტომ ნაადრევია და მარჩიელობაა ამაზე ლაპარაკი”,- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს