ჯანდაცვის მინისტრი - საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალურ დისტანცირებას ნაკლებად იცავენ, დღეს საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია, რომელიც ნებაყოფლობითია.

„მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად გვგონია, რომ ეს მონაპოვარი არ იყო დიდი შრომის ფასად და დაგვავიწყდა ის გამოვლილი პერიოდი, რომელიც ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვქონდა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იმ კომპრომისების საფუძვლად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგების დაა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გადაიდგა, იმის საფუძვლად, რომ ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალური დისტანცირება აღარ არის საზოგადოებაში იმდენად მნიშვნელოვანი, დღეს ჩვენ საკმაოდ მაღალი რისკი გვაქვს იმის, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზრდება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ ამის შესახებ, ასევე გაიაზრონ მსოფლიოს გამოცდილება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს და მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ამ სირთულეების გადალახვაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად აქტიური გახდება.

„ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ჩვენ ამის შესახებ არ ვმსჯელობთ, ჩვენ გვაქვს არაერთი ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ვაკვირდებოდით ვაქცინაციის დაწყების პროცესში საკმაოდ დაბალ აქტივობას და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მწვავედ არ ვაფასებთ. მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დასახული იყო და ეტაპობრივად პროცესი მეტად აქტიური გახდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ჯანდაცვის მინისტრი - საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს