გიორგი მარგველაშვილი - ორი გამორჩეული ელჩი გამოაკლდა დიპლომატიურ კორპუსს, გიგი გიგიაძე და ნატალი საბანაძე, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რთულ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული

ორი გამორჩეული ელჩი გამოაკლდა ქართულ დიპლომატიურ კორპუსს, მანამდე გიგი გიგიაძე და ახლა ნატალი საბანაძე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან რთულ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ნატალი საბანაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ დიპლომატების გასვლა ბრძოლიდან დასანანია.

„იმ ელჩებს შორის, რომლებსაც ჩვენ ვარჩევდით და ინიშნებოდნენ სამწუხაროდ, ორი გამორჩეული ელჩი გამოაკლდა ქართულ დიპლომატიურ კორპუსს. მანამდე გიგი გიგიაძე და ახლა, ქალბატონი საბანაძე. ესენი არიან ადამიანები, ვინც ძალიან რთულ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულები, იმიტომ, რომ ქართული დიპლომატია ებრძვის ძალიან სერიოზულ და ძლიერ მოწინააღმდეგეს - რუსეთის დიპლომატიურ კორპუსს. არ გეგონოთ, რომ ეს იოლი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ძალიან სერიოზულ როლს თამაშობენ ქართველი დიპლომატები. ჩვენი ბრძოლიდან ამ ორი დიპლომატის გასვლა არის ნამდვილად დასანანი", - განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.

ცნობისათვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა