სერგი კაპანაძე - თუ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუკი, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, მას 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

კაპანაძის განმარტებითვე, გახარიას მასთან დაახლოებულ სხვა პირებთან ერთად, სხვა კითხვებზეც აქვს პასუხი გასაცემი.

„მე არ ვიცი, გიორგი გახარია რას აპირებს. ამაზე ალბათ, თვითონ ისაუბრებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ გახარიას, ისევე როგორც მასთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს, ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან, როგორ ხდებოდა სუს-ის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა უკანონო მოსმენები. ასევე, ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანაშია, პირადად პასუხისმგებელია ბატონი გახარია, ამიტომ თუ მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, ეს რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პოლიტიკოსების ფარულ მიყურადებას და აღნიშნა, რომ უსმენენ ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის სახიფათოა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უსმენენ ყველას, ვისაც თვლიან საინტერესოდ ივანიშვილისთვის, ვინც შეიძლება ივანიშვილს პოტენციურ საფრთხეს უქმნიდეს, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თავისი გუნდის შიგნითაც ეძებდნენ ასეთ საფრთხეებს. აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად ვის უსმენენ - თავისი გუნდის წევრს, პოლიტიკურ ოპონენტს, თუ მასმედიის წარმომადგენელს, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად, ამ უკანონო პრაქტიკის გაგრძელება და როგორც ჩანს, კიდევ ახალ სიმაღლეებზე ასვლა ხდება. ეს არის საკითხი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროგრამის მიხედვით, სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, როგორითაც დღესაა, მხოლოდ კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული საქმიანობის მონიტორინგის ფუნქციები უნდა დარჩეს და არამც და არამც, პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია. ეს აუცილებლად გამოსაძიებელია და აუცილებლად მოხდება ყველა ამ საქმეზე ნათელის მოფენა. ბუნებრივია, ამას არც გომელაური გამოიძიებს, არც „ქართული ოცნება“ გამოძიებს, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება“, - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო:თუ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - სერგი კაპანაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა