ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მერიაში იმ ღონისძიებების შესახებ იმსჯელებენ, რაც ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად უნდა გატარდეს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში დღეს იმსჯელებენ იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად უნდა გატარდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საბოლოო სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"როგორც წინა კვირაში შეგპირდით, დღეს უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები. ეს ჯგუფი დილიდანვე გასულია და შესწავლითი ღონისძიებები მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, დღეს მთელი დღის განმავლობაში ეს ჯგუფი უნდა იყოს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, საღამოს მერიაში გვექნება შეხვედრა და კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით, გასატარებელ ღონისძიებებზე ხვალისთვის მოგაწვდით ინფორმაციას",-აცხადებს ბენდელიანი.

როგორც ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, დედაქალაქის მერიას მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ ინფორმაცია 2 კვირის წინ ჰქონდა.

"მერიამ ეს გაიგო დაახლოებით 2 კვირის წინ. მიმდინარეობს არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს, მერიამ როდესაც ინტერნეტში გავრცელდა ეს ფოტოები მაშინ შეიტყო ამის შესახებ, ან უფრო უარესი, თითქოს, ვიღაცამ იცოდა ინფორმაცია და მალავდა. მეწყრული პროცესები როგორც კი გააქტიურდა იმ წუთიდანვე ვიცოდით, მუდმივი მონიტორინგი არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება მიმდებარე ლოკაციებთან დაკავშირებით",-აცხადებს ბენდელიანი.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი კვლევის სამუშაოებში დღესვე ჩაერთვნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს