სერგი კაპანაძე - ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, ნამდვილად ხელოვნურია ეს კრიზისი, ოღონდ კრიზისი „ოცნებამ“ შექმნა და არა ოპოზიციამ

ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები - ნამდვილად ხელოვნურია ეს კრიზისი, ოღონდ ეს თავიდან ბოლომდე „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და არა ოპოზიციამ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს არის ცალსახად „ქართული ოცნება“.

„ეს კრიზისი „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა თავის დროზე, როცა არჩევნები გააყალბა, მერე შექმნა, როცა „ნაციოანლური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა და კიდევ უფრო გააღრმავა მას შემდეგ, რაც ჩაშალა მოლაპარაკებები. თუ კი ვინმეს პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს არის ცალსახად „ქართული ოცნება“. პარლამენტში შესვლა არის შესაძლებელი, ოღონდ შეთანხმების შემდეგ და შეთანხმება უნდა მოიცავდეს არჩევნებზე შეთანხმებას, პოლიტიკური დევნის დასრულებაზე შეთანხმებას და ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, რადგან ამაზე უარი განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ ახლა საუბარი პარლამენტში შესვლაზე არარელევანტურია. თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა სურს, რომ კრიზისი განმუხტოს, რასაც ხელოვნურ კრიზისს ეძახის, მაშინ კეთილი ინებოს, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, მიიღოს ის შემოთავაზებები, რომელზეც იყო საუბარი, მაშინ კრიზისი მართლა განიმუხტება და ოპოზიციაც მანამ, სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება, იქნება პარლამენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა