ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და შრომის ინსპექციის სამსახური განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგებს გამართავენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ ეტაპს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტრენინგების კურსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდება.

მათი ინფორმაციით, ონლაინ ტრენინგი ქვეყნის მასშტაბით განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის „შრომის უსაფრთხოება და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებები Covid 19-ის პერიოდში“ 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდება.

„ტრენინგის მიზანია - სასტუმრო სფერო, სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი კოვიდ პერიოდში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებების დაცვა,შემდეგი მარეგულირებელი ნორმების მიხედვით: „საქართველოს ორგანული კანონი“, „საქართველოსშრომის კოდექსი“, როგორც შრომითი უფლებების მარეგულირებელი ფუნდამენტური ნორმა; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები განთავსების საშუალებებით უზრუნვეყოფის მიმწოდებელი სფეროსთვის; ონლაინ ტრენინგი განკუთვნილია ქვეყნის მასშტაბით განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის. ონლაინ ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.5 საათი; ჩატარების ვადა: 2021 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: k.zurashvili@gnta.ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა