საბა ბუაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა ოპოზიციის კაპიტულაცია და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ

ხელისუფლებას არ უნდოდა დათმობა, „ქართულ ოცნებას“ უნდა ოპოზიციის კაპიტულაცია და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და არ მოდიოდა კომპრომისზე.

,,როგორც არ უნდა ეცადოს ბატონი კობახიძე, რომ იარლიყები ჩამოარიგოს ოპოზიციაში, „ლელოს“ არაკონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალად გამოყვანა მას არ გამოუვა. ჩვენ ახლაც ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების დასრულების ერთადერთ გზად მიგვაჩნია შეთანხმება.

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“, რომელმაც მოლაპარაკებები შეიყვანა ჩიხში, ახლა ხელის გაშვერით არის დაკავებული.

ჩვენ გამოვთქვით კომპრომისი ყველა მიმართულებით, რომელიც ბატონი მიშელის მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიან დოკუმენტში იყო. ის, რომ ჩვენ მიმდინარე პოლიტიკური დევნის პირობებში ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ და ვამბობთ, რომ ვითარება უნდა განიმუხტოს მოლაპარაკებების გზით, არის ყველაზე დიდი დემონსტრირება იმ კეთილი ნებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ პროცესის მიმართ. ხელისუფლებას არ უნდოდა დათმობა, „ქართულ ოცნებას“ უნდა ოპოზიციის კაპიტულაცია და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამ ყველაფრის მიუხედავად ვრჩებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა