ენერგოომბუდსმენის აპარატი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, წყალმომარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი გამოწვევა და მიმდინარე ამოცანაა, რომელიც ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებით ეტაპობრივად მოწესრიგდება.

მათი ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან და სემეკის წევრებთან ერთად, შპს „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ მედიაში, ასევე მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდება არაერთი მომხმარებლის ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიების არასათანადო მომსახურებასთან დაკავშირებით, როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე რეგიონულ ქალაქებში. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური გამოხმაურება დაფიქსირდა ქ. რუსთავშიც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავის სამოქალაქო ერთობამ“ ქ. რუსთავის მცხოვრებლებთან ერთად საპროტესტო განაცხადი წარადგინა შპს“ რუსთავის წყალში“. დღეს გამართულ შეხვედრაზე მომხმარებლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები და მოისმინეს კომპანიის მენეჯმენტის ახსნა-განმარტება თითოეულ შეკითხვასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და ენერგოომბუდსმენის სამსახური ყურადღებით აკვირდება მედიასა და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების შესახებ და დიდ ყურადღებას უთმობს თითოეული შემთხვევის მოწესრიგებას. წყალმომარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი გამოწვევა და მიმდინარე ამოცანა, რომელიც ეტაპობრივად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებით. ენერგოომბუდსმენის სამსახური მუდმივად მზად არის დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა