ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე - როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, ვინმე სხვა განიცდიდეს - ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას

როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, ვინმე სხვა განიცდიდეს. ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პანდემიის დამარცხება ვაქცინაციზე გადის.

„ვაქცინაცია უნდა იყოს დღეს ზესახელმწიფოებრივი საკითხი იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე გადის მსოფლიოში პანდემიის და ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხება. ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს, დიდხანს დაგვჭირდება პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ჯანდაცვის უწყება იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციაზე ასაკობრივი ჯგუფების აქტივობა დაბალი დარჩება, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭო მიზნობრივი ჯგუფების გაფართოებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ყოველთვის ნებაყოფლობითად დარჩება“.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის საკითხის შესასწავლად საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო