ამირან გამყრელიძე - თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით

თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მესამე ტალღის რისკი არსებობს.

„მესამე ტალღის რისკი არის. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს და დაწესებულ რეგულაციებს, მესამე ტალღის რისკი არსებობს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მესამე ტალღას ამ ეტაპზე არა ვაქცინაცია, არამედ პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია შეაჩერებს.

„მესამე ტალღას ამ ეტაპზე შეაჩერებს პირბადე. ასევე უფრო მეტად უნდა დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ თავშეყრას. ვაქცინაცია კარგია, მაგრამ მას დაუყოვნებელი ეფექტი არ აქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა