ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესისადმი სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესისადმი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის, ეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გვერდით მოვლენებს უკავშირდება.

„ეს არააქტიურობა განსაზღვრულია რამდენიმე ფაქტორით, საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. ძალიან ბევრი ქვეყანა, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ნაკლებ აქტიურობას აფიქსირებს, რომლის უკან დგას რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში ეს გახლავთ კითხვები გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე -ეს არის მოლოდინის რეჟიმი, მესამე - გარკვეული ჯგუფის ვაქცინების მიმართ უპირატესობის მინიჭება. ზუსტად ასეთი სიტუაცია გვქონდა საქართველოში”,- განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, მედპერსონალისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.

„მედპერსონალის აქტიურობის არარსებობა, წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული. ის გამოკითხები, რომლებიც ტარდებოდა არ მიუთითებდა ექიმების დაბალ აქცივობაზე. იაშვილის კლინიკაში ჩატარებული წინასწარი მოკვლევით ექიმების 90% თანახმა იყო ვაქცინაცია ჩაეტარებინა. თუმცა, ის აჟიოტაჟი რაც დაკავშირებული იყო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გვერდით მოვლენებთან, ეს აღმოჩნდა განმსაზღვრელი“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ექიმების გარკვეული ნაწილი შეიცვლის პოზიციას და ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა