გია ვოლსკი - ვინც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი განზე უნდა გადგეს, სააკაშვილმა ორი ეპითეტით შეამკო

არ მეჩვენება, რომ ბადრი ჯაფარიძე თავისი წარსულით, ან აწმყოში გაკეთებული განცხადებებით, ან ქმედებებით შორს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსიდან, მაგრამ თუკი ეს განცხადება გააკეთა, მიუთითებს იმას, რომ პასუხისმგებლობის ხარისხით რაღაც ახალ ეტაპზე ავიდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადება ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ვინც თვლის, რომ სააკაშვილი განზე უნდა გადგეს, სააკაშვილმა შეამკო ორი ხმოვანი ეპითეტით - ის არის ან დეგენერატი, იდიოტი ან ამორალური პიროვნება. არ ვიცი, ამას რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ მეჩვენება, რომ ჯაფარიძე თავისი წარსულით, ან აწმყოში გაკეთებული განცხადებებით, ან ქმედებებით შორს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსიდან, მაგრამ თუკი ეს განცხადება გააკეთა, მიუთითებს იმას, რომ პასუხისმგებლობის ხარისხით რაღაც ახალ ეტაპზე ავიდა.

„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ეს ჩვენს შორის რაიმე ურთიერთობის დათმობას ნამდვილად არ განაპირობებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ პროცესს უნდა გაემიჯნონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა