წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დარგის თანამშრომლები დააჯილდოვა

2021-2025 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო პროექტებში 2.5 მლრდ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2021 წელს რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტებში 349 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ, დონორ ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს კომპანიის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მოადგილეებთან და პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე, სოზარ სუბართან ერთად წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის დარგის სპეციალისტები დააჯილდოვეს და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარადაჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. 2012-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი გამოიყო, 48 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 750-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

პანდემიის მიუხედავად, წყალმომარაგების კომპანიამ 2020 წელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითრების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა. 2020 წელს განხორციელდა და დასრულდა 443 მლნ ლარის 37 საინვესტიციო პროექტი. მათ შორის: ქუთაისის, ჭიათურისა და ზუგდიდის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა, ზუგდიდის წყალარინების ქსელების მშენებლობა და ურეკის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. 2020 წელს მნიშვნელოვანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები დაიწყო ტურისტულ დასახლებებში: მათ შორის, ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში. 2021 წელს რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტებში 349 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით. 2021-2025 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო პროექტებში 2.5 მლრდ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით