მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში, მე-6 კლასის მოსწავლეების ფიზიკური დაპირისპირების და ბულინგის ფაქტს ადგილი არც სასკოლო სივრცეში და არც სკოლის ტერიტორიაზე არ ჰქონია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში, მე-6 კლასის მოსწავლეების ფიზიკური დაპირისპირებისა და ბულინგის ფაქტს ადგილი არც სასკოლო სივრცეში და არც სკოლის ტერიტორიაზე არ ჰქონია.

ამის შესახებ ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება. ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის/ბულინგის ფაქტს, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

ინციდენტში მონაწილე, ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. მანდატურის სამსახური სარგებლობს შემთხვევით და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისთანავე მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ მათსავე თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. ამ ფაქტის შემდეგ, აღნიშნული მოსწავლის ბებია ფიზიკურ შეურაცხყოფასა და იძულებაში მონაწილე არასრულწლოვნებს ანალოგიურად მოექცა. ლაგოდეხის სასამართლომ ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების საქმეზე არასრულწლოვნის ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა