გიორგი აბაშიშვილი - გიორგი გახარია პოლიტიკაში უნდა დარჩეს, მისი გამოცდილება ქვეყანას სჭირდება

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

აბაშიშვილის განმარტებით, გიორგი გახარიას გამოცდილება ქვეყანას სჭირდება.

„გული დამწყდა მის წასვლაზე პრემიერობიდან, მაგრამ მიხარია დღეს მოსმენილი განცხადება. ვფიქრობ, ის პოლიტიკაში უნდა დარჩეს, მისი გამოცდილება ქვეყანას სჭირდება. მე, როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს, რამდენჯერაც გიორგისთან ურთიერთობა მქონია, ყოველთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტილა საკითხები.

ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, თვითონვე გაიხსენებს, თუ რამდენ საკითხში გვქონდა უთანხმოება, თუმცა, რამდენი თემა ისე შეგვიჯერებია, რომ ქვეყნისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის სწორი ყოფილიყო. სია გრძელია, აქ ვერ ჩამოვთვლი, მე გიორგის წარმატებებს ვუსურვებ!”, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბაშიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს