ჟოზეფ ბორელი - ქართული პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს, წავიდეს საჭირო კომპრომისებზე

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხი ევროკავშირის ინტენსიური მედიაციის ძალისხმევის შემდეგ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის საშუალებით ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევა კვლავ გრძელდება.

„მინისტრებს მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შესახებ, რომელიც გასული კვირის სამშაბათს ჩატარდა და ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის საშუალებით ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევის შესახებ. ეს მუშაობა გრძელდება და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს, წავიდეს საჭირო კომპრომისებზე და ყურადღება ისეთ საკითხებზე გადაიტანოს, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა