თაკო ჩარკვიანი - მთავარია, ოპოზიციამ საკუთარ თავში კორექტივი შევიტანოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჭკუაზე ნუ ივლიან!

არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“ ახლოს გავლილ მაღალჩინოსანთან , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციამ კორექტივები უნდა შეიტანოს საკუთარ თავში და პარტიებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ.

„გახარიამ რაც დააანონსა, ეს არ არის შემთხვევითი. არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“ ახლოს გავლილ მაღალჩინოსანთან - ეს თემა გამორიცხეთ. საერთოდ სხვა ტიპია გახარია, ვიდრე მარგველაშვილი, ამხელა ტვირთი გიორგი მარგველაშვილს მხრებზე არ ჰკიდია, ამიტომ არ მინდა მარგველაშვილი შევადარო გიორგი გახარიას.

როდესაც შენ ამხელა ტვირთი გაქვს მხრებზე და შენ დროს მოხდა თვალების დათხრა, სულ ცოტა სიჩუმე გადევს მხრებზე და მერე ამ სიჩუმის გამო დაგაწინაურეს და მერე კიდევ ხელი გაქვს მოწერილი ქართული მიწის 99 წლით გასხვისებაზე - პაპამისის მიწა გაასხვისოს ჯიგრულ, ქართულ პონტში. მან იბრძოლოს მაღალი თანამდებობის დასაბრუნებლად და ქართველებმა იბრძოლონ სახელმწიფოს დასაბრუნებლად?! - ძალიან დიდი ბოდიში, მოიბოდიშოს და სახლი არსებობს ბოდიშისთვის. ახალგაზრდებმა უნდა ჩაიბარონ დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების სახელმწიფო, რომელიც გააპარტახეს და კორუფციაშია ჩაფლული და ჯიგრულ ქართულ პონტში იყო კორუფცია, რომელიც გახარიამ „გააპრავა“. მთავარია, რომ ახლა ოპოზიციამ კორექტივი შევიტანოთ საკუთარ თავში, ერთმანეთს მოვუსმინოთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჭკუაზე ნუ ივლიან და თუ შეიძლება ხალხის ნება რაც არის - შევთავაზოთ დასავლური ვექტორის პარტიები და არა განულებული და რუსული ვექტორის პარტიები“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო