აშშ-ში, კოლორადოს შტატის სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში სუპერმარკეტში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 10 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. სამართალდამცავებმა სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც დაშავებულია.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე King Soopers-ის სუპერმარკეტში მოხდა.

სროლის ამსახველი კადრების ნაწილი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გაავრცელეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში, კოლორადოს შტატის სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს