დონალდ ტრამპი - ამერიკაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს. მისი თქმით, აშშ-ის საზღვართან არსებულ კრიზისს მედია სათანადოდ არ აშუქებს.

„ის, რაც საზღვრებთან ხდება, სერიოზული ამბავია. მედია კი ამას ან არ აშუქებს, ან მცირე დოზით აკეთებს ამას. თუ „დემოკრატებისთვის“ რამე ცუდი ხდება, მედია ამას არ აშუქებს“, -განაცხადა ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი მედიასაშუალებების მაგალითებად ტელეკომპანიები NBC, ABC, CBS, CNN და MSNBC მოიყვანა. იქამდე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებში ორ-სამ თვეში დაბრუნდება, თუმცა თავისი ახალი პლატფორმით, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის და ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპი Twitter-ს აქტიურად იყენებდა, თუმცა სოციალურმა ქსელმა ტრამპის განცხადებები დეზინფორმაციად ჩათვალა და ანგარიში წაუშალა. ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა Facebook-მა და YouTube-მა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს