დავით ჭიჭინაძე - გიორგი გახარია დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოუდგენელია

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარია დამოუკიდებელ მოთამაშედ, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოუდგენელია.

„ვფიქრობ, ორი სცენარია: 1. განტევების ვაცი ხდება კობახიძე, ყველაფერს, მათ შორის, 20 ივნისს, მას ტენიან და როგორც კეთროვანს ყველა ემიჯნება; 2. კობახიძე თავად შეეცდება ეს ყველაფერი „სისხლიან“ გახარიას შეტენოს. მითუმეტეს, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ფლობს იმ მასალებს, რომელიც საკმაოდ მძიმე იქნება გახარიასთვის. ანუ, თუ გახარია „ქართული ოცნების“ და არა მარტო წინააღმდეგ „ოქროს მოწმედ“ არ იქცევა, ის უბრალოდ მორიგი პროექტი იქნება, რადგან კობახიძესთან ისედაც დაპირისპირებული იყო. რაც თავის მხრივ, „ოცნებას“ არა მარტო გაანადგურებს, მათ არჩევნებში მონაწილეობაც კი აეკრძალებათ. სულ ვამბობდი, რომ როდესაც ივანიშვილმა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ დატოვა, ამით „ქართულ ოცნებას“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან სწორედ კობახიძე იქნება „ოცნების“ მესაფლავე. ღარიბაშვილიც ხომ მხოლოდ იმიტომ არის მოყვანილი, რომ სანამ გახარია ახალ ძალას შექმნის და მოძლიერდება, „ქართული ოცნება“ კობახიძის ხელში ბოლომდე არ დაიქცეს და ჩამოიშალოს. მოკლედ, გახარია, დამოუკიდებელ მოთამაშედ, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ვადამდელი არჩევნები კი აუცილებლად ჩატარდება, რადგან ქვეყანას ამ პოლიტიკურ რეალობაში არსებობის რესურსი უბრალოდ აღარ გააჩნია“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საკუთარი გეგმების შესახებ მალე ისაუბრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა