დავით სერგეენკო კახა საბანაძეზე - მთავარი საკითხია ფარული მოსმენის თემა, რომელიც მედიაში გაჟღერდა - მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად აიხსნას ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებული იყოს

ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დეტალურად აიხსნას ეს ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებული იქნას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კახა საბანაძის შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგომისა და მის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

სერგეენკო ასევე გამოეხმაურა მის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ამას დამტკიცება სჭირდება.

„მედიიდან გავიგე მისი გადადგომის შესახებ. აქ მთავარი საკითხი არის ფარული მოსმენის თემა, რომელიც ასევე მედიაში გაჟღერდა. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დეტალურად აიხსნას ეს ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებული იქნას. რაც შეეხება კავშირს, რომ თუკი ეს ადამიანი გადადგა, რატომ არ გადადგნენ სხვები, ამ შედარების გაკეთება გამიჭირდება, რადგან წინა შემთხვევაზე ძალიან ბევრი განმარტება გაკეთდა და აქ არც ერთი, ასე რომ დრო დამჭირდება, რომ შევაფასო ეს ყველაფერი.

რაც შეეხება კორუფციას, ძალიან სამწუხაროდ, რიგი ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო ხდება ისე, რომ სიტყვა კორუფციამ ერთგვარი დევალვაცია განიცადა, შეიძლება ნებისმიერმა თქვას ნებისმიერზე, ჩემზეც უამრავჯერ გამიგია, რომ კორუმპირებული ვარ და დავაქციე ყველაფერი. კორუფცია არის უმძიმესი ბრალდება, მას უნდა დამტკიცება ან ბოდიშის მოხდა. ეს გაჟღერებული თემები არ არის წონიანი ჩემთვის, რომ შეფასება გავაკეთო", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო