დავით სერგეენკო - საკუთრივ დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

საკუთრივ დანიელსონი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს და მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

სერგეენკოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს.

„თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ იგივე ადამიანი, დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება გითხრათ, რა ფორმატი იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკება მოიცავს კომპრომისს. ამ მოლაპარაკების განმავლობაში 10 პუნქტიდან 9 პუნქტი იყო მოთხოვნა მმართველი ძალის მიმართ, რომ რაღაც გაეკეთებინა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმულად გააჟღერეს მთლიანად ოპოზიციის სურვილი, როცა თქვეს, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან,"- განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა