სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების სასამართლო პროცესი იმართება, რომლებიც ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების სასამართლო პროცესი იმართება, რომლებიც ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ყველა მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, წარდგენილი ბრალი აბსურდია.

„იმ დღეს დაკავებულთა შორის მეც ვიყავი, თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტის წევრი ვარ, დაუყოვნებლივ გამათავისუფლეს. დღეს ერთ-ერთი დაკავებული თანაპარტიელის ნდობით აღჭურვილი პირი ვიქნები სასამართლო პროცესზე...

შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის სპეცრაზმი ყაჩაღურად და უკანონოდ შემოიჭრა ჩვენს ოფისში. პირველ რიგში, უკანონო იყო ნიკა მელიას დაკავება. ამასთან ერთად, დაგვაკავეს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის თანამშრომლები და სამოქალაქო აქტივისტები. საკუთარი სამუშაო სივრციდან გამოყარეს ადამიანები და შემდგომ დააკავეს. ამ დაკავებას სამართალთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკავებაა, რაც "ქართული ოცნების" სტილია. საინტერესოა ის, რომ დღეს მე არ ვარ დაბარებული. დაკავებისას აღმოაჩინეს, რომ თურმე ვყოფილვარ პარლამენტის წევრი და ოქმშიც მიუთითეს, რომ დაუყოვნებლივ გამათავისუფლეს, მაგრამ საინტერესოა, თუ დამიბარებენ საერთოდ და თუ არ დამიბარებენ, როგორ მოხდება ამ ოქმის უგულვებელყოფა. დღეს მე ვიქნები ერთ-ერთი ადამიანის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ჩემთან ერთად დააკავეს და ძალით ჩატენეს ავტომანქანაში. დავესწრები პროცესს და მეც მოვთხოვ სასამართლოს პასუხს, თუ რატომ შეიძლება დაეკავებინათ ეს ადამიანი, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და იმ დროს იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" შენობაში ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, გაგა კაპანაძე,რომელიც იმ დღეს ასევე დაკავებულთა შორის იყო, განმარტავს, რომ პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„დილა იყო, როცა სპეცრაზმი შემოვიდა, გარეთ გამოგვყარეს და მერე დაგვაკავეს. პატიოსანი და წესიერი ხალხი ვართ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა გაგა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო