დეპუტატი გიორგი ამილახვარი ტყუილს უწოდებს ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მედიატორების წარდგენილი წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ „გააცამტვერა და შინაარსი დააკარგვინა“

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ამილახვარი ტყუილს უწოდებს „ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მედიატორების მხრიდან წარდგენილი წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ „გააცამტვერა და შინაარსი დააკარგვინა“.

როგორც ამილახვარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ეს ეს არის ფაქტის არასწორი კონსტანტაცია და საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებას“.

რაც შეეხება ევროპული საჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მორიგ ვიზიტს საქართველოში, ამილახვარი აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია, თუმცა რომც არ ჩამოსულიყო, მმართველი გუნდი სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებებს მაინც გააგრძელებდა.

„დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტი მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად მიესალმება დანიელსონის კიდევ ერთხელ ვიზიტს. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, მხარს უჭერს, რომ ეს პროცესი კონკრეტული შედეგით დასრულდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ყველა საკითხის უკან, რომლის ირგვლივაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, დღესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს კონკრეტული პოზიციები, რაზეც შეთანხმება შესაძლებელია. „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენი ოპონენტების განცხადებებს მოლაპარაკების შემდეგ, მათი განცხადებაა, რომ კომპრომისი იყო ის, რომ მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას იღებენ. კომპრომისი იქნება ის, რომ ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმებს დავანებოთ თავი და ვისაუბროთ სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

შეთანხმება რომ ვერ შედგა იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკების პროცესი კონკრეტული შედეგით არ დასრულდება. ეს მოცემულობა მივიღოთ, რომ მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და გაგრძელდება, დანიელსონის რომც არ ჩამოსულყო, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ფორმატში გააგრძელებდა მოლაპარაკებას“,- განაცხადა ამილახვარმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში გიორგი გახარიას შესაძლო დაბრუნებას, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ „თუ გახარია პოლიტიკურ ველზე შემოვა, ის იქნება იგივენაირი კონკურენტი „ქართული ოცნებისთვის“, როგორც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა