შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი რამდენიმე დღის წინ, საწვავის ფასის გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი სამართალდამცავის, გიორგი ბერაიას მოქმედებას აპროტესტებენ, რომელმაც მათი თქმით, აქციის მონაწილეს საქართველოს დროშა ჩამოართვა და მიწაზე დააგდო.

აქტივისტები სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებაში განცხადების შეტანას აპირებენ. მათი განცხადებით, გიორგი ბერაიამ მის მიერ დაკავებული ათმეთაურის პოსტი უნდა დატოვოს. მათ ადგილზე პოლიციელის მოქმედების ამსახველი ფოტოები ჰაქვთ მიტანილი.

„საწვავთან დაკავშირებით მძღოლებს ჰქონდათ აქცია აეროპორტის გზაზე, ამ მანქანებს ჰქონდათ საქართველოს დროშები, ერთ-ერთმა პოლიციელმა ეს დროშა მოხსნა და უდიერად გადააგდო გვერდით. ჩვენი სიმბოლიკა შებღალა, რაც არის დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლია და ითვალისწინებს 2 წლამდე პასუხისგებას.

ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი განცხადება შსს-ში ამ პიროვნების პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყონებლივ იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან და დაიწყოს გამოძიება შესაბამისი მუხლით. ის რაც ამ ადამიანმა განახორციელა იყო დამამცირებელი ქმედება მთლიანად სახელმწიფოსთვის და მისი კოლეგებისათვის”, - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზვიად კუპრავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს