გურამ მაჭარაშვილი - ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციაში გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც რადიკალური ფრთის მიერ დატოვებულ სიცარიელეს შეავსებენ

ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც დატოვა რადიკალურმა ფრთამ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ის სერიოზულ კონკურენტს პოლიტიკურ სივრცეში ვერ ხედავს. მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებას ოპონირება „სწორად" უნდა გაუწიოს.

„რაც შეეხება გახარიას, დაველოდოთ მის განცხადებას, პლატფორმას, ხედვას, თუ რას აპირებს, ამის შემდგომ შეიძლება, რომ პოლიტიკური ანალიზი გააკეთო.

თუ იქნება, გამოჩნდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, რომლებიც შემდგომ გაიზრდებიან, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით. ჯერჯერობით დაველოდოთ პოლიტიკურ პროცესებს. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც დატოვა რადიკალურმა ფრთამ. ამას სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოჩენა, პრაგმატული მიდგომები საკითხების მიმართ, ჩვენი ოპონირება, ოღონდ სწორად და პრაგმატულად,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო