გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვიც ექნებათ

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი, რომელზეც გულშემატკივრები დაიშვებიან, 20:00 საათზე იწყება, ბილეთების მფლობელებს ავტომატურად მიენიჭებათ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვი. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ფეხბურთისა და რაგბის მატჩებზე მაყურებელთა 30% დაიშვება.

„მოგახსენებთ 28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების შესახებ, რომელიც გაიმართება რაგბსა და ფეხბურთში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღიშნულ მატჩებზე მოხდება გულშემატკივართა 30%-ის დაშვება. ცხადია, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა ღონისძიება იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარდეს ეს შეხვედრები. რაგბის მატჩი გაიმართება 15:00 საათზე, ფეხბურთის მატჩი დაგეგილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება შესაბამისი ფედერაციებისა და tkt.ge-ის გვერდზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში უკვე ფედერაციის გადაწყვეტილებით, დაიწყება ბილეთების გაყიდვა, რომ გულშემატკივარმა შეძლოს აღნიშნულ მატჩებზე დასწრება,“ - განაცხადა ღიბრაძემ.

იხილეთ ვიდეო: გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვიც ექნებათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა