ირაკლი ღარიბაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების გადმოსვენების საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დანიელ მაკსუინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს, რაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, გამყოფი ხაზების ყველა მხარეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების კუთხით. აქვე ხაზი გაესვა, რომ ICRC-ს გადამწყვეტი როლი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიებისა და მათი იდენტიფიცირების ეფექტური პროგრამის შემუშავების პროცესში.

აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალისხმევა და 2019 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანია აღნიშნულ პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა