შალვა პაპუაშვილი - ბატონ დანიელსონს, როგორც ჩანს, კიდევ აქვს იმედი, რომ ოპოზიციამ შესაძლებელია შეცვალოს ულტიმატუმის ენა

ბატონ დანიელსონს, როგორც ჩანს, კიდევ აქვს იმედი, რომ ოპოზიციამ შესაძლებელია შეცვალოს გარკვეულწილად ის ულტიმატუმის ენა, რომელიც მათ ჰქონდათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაანონსებულ მორიგ ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდება და კრიტისიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხს ევროკავშირისთვის.

„ეს სიტუაცია და მდგომარეობა, რაც გვაქვს იმ კუთხით, რომ ოპოზიციის ნაწილი უარს ამბობს, მანდატი, რომელიც მოქალაქეებისგან მიიღეს, განახორცილონ, მათ სურთ, რომ დასრულდეს და ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. რაც შეეხება იმედებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ "ქართული ოცნება" როგორც ფასილიტაციის, ასევე მედიაციის პროცესში იყო ყველაზე კონსტრუქციული. მთავარი არის შემდეგი, მათ, ბატონ დანიელსონს, როგორც ჩანს, აქვთ კიდევ იმედი, რომ ოპოზიციამ შესაძლებელია შეიცვალოს გარკვეულწილად ის ულტიმატუმის ენა, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩვენ მედიაციის პროცესის პირველი ეტაპის დასრულებისას ოპონენტებისგან მოვისმინეთ ორი რამ: პირველი - ის, რომ მათი კომპრომისი მდგომარეობდა იმაში, რომ საერთოდ მონაწილეობას იღებდნენ ამ მოლაპარაკებაში და მეორე- ორი საკითხი, რაც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეებს და განმეორებით არჩევნებს, იყო დაყენებული ულტიმატუმის სახით, რომ უნდა გადაწყვეტილიყო სწორედ ისე, როგორც ისინი ითხოვდნენ. ასე რომ, იმედია ოპონენტები კონსტრუქციულად მიუდგებიან ამ პროცესს, იფიქრებენ საკუთარ ქვეყანაზე და არა პარტიაზე და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეთანხმება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს ირაკლი კობახიძის ხისტ პოზიციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირები მათ, ყველას მკაფიო და ხისტი პოზიცია აქვთ.

"31 ოქტომბრის შედეგები ოპონენტების გემოვნებას არ პასუხობს და სურთ, არჩევანი, რომელიც მოსახლეობამ გააკეთა, საკუთარ წარმოდგენას მოარგონ სამყაროზე. ის თუ ვინ იქნება მეორე მხარე და ვინ წარმოდგენს „ქართულ ოცნებას“, ესეც სურთ საკუთარ წარმოდგენას მოარგონ. რაც შეეხება საკითხს - ხისტი თუ არახისტი, ამ მოლაპარაკების დროს ეს ხომ მტკიცდება, ვინ იყო ყველაზე კონსტრუქციული. „ქართული ოცნების“ კონსტრუქციული დამოკიდებულება საქმით მტკიცდება. რაც შეეხება სიხისტეს, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერესებს, სიმართლეს, აქ ჩვენ ყველა მკაფიო და ხისტები ვართ, რადგან სიმართლეს ვერ გადავაბიჯებთ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა