შალვა პაპუაშვილი - NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ოპონენტები

გრძელვადიან ჭრილში თუ შევხედავთ, საქართველოს პარლამენტის მიმართ ნდობა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან NDI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიმართ განწყობას, როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობა "დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ოპონენტები".

"რაც შეეხება მოქალაქეების ნდობას პარლამენტის მიმართ, ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან ჭრილში. მე რამდენადაც მოვასწარი გაცნობა, გრძელვადიანად თუ შევხედავთ, საქართველოს პარლამენტის მიმართ დღევანდელი ნდობა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, თუ სწორედ მახსოვს, ამიტომ ამ ჭრილში ვუყურებ ამ საკითხს და ეს პოზიტიური დინამიკაა ერთი მხრივ.

რაც შეეხება ამ კვლევას, სამწუხაროდ, მასში არ აისახა ის საკითხი, რაც წინა კვლევის დროს ყველაზე დიდი ინტერესის სფერო იყო, კერძოდ, პარლამენტში შესვლის თემაზე კითხვა როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს არ დასმულა.

რაც შეეხება პარტიების მიმართ განწყობას, ეს მიუთითებს იმაზე და აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ჩვენი ოპონენტები. მათ სურთ, რომ პარტიები, მათ შორის, პარლამენტში თანამშრომლობდნენ იმისთვის, რომ გადაწყდეს რეალური პრობლემები და არა ის გამოგონილი საკითხები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა